ინვოისის გამოწერა და გადახდები Archives - საქართველო

ინვოისის გამოწერა და გადახდები

ინვოისები

ინვოისები იგზავნება Glovo-ში, თქვენ მიერ მითითებულ ელფოსტაზე. თუ არ იღებთ, გადაამოწმეთ Orders აპლიკაციის „პროფილის“ განყოფილებაში რეგისტრირებული „ინვოისების ელფოსტის მისამართი“.
თუ ვერ იპოვეთ ინვოისი თქვენს ელფოსტაში, შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ის Orders აპლიკაციის „ანგარიშების“ განყოფილებიდან, ან შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ შეტყობინება Orders აპლიკაციის „პროფილის“ განყოფილებაში არსებულ „დახმარებისა და რესურსების“ ღილაკზე დაჭერით.

თქვენი შეკვეთების დეტალების სანახავად, გადადით Orders აპლიკაციის „ანგარიშების“ განყოფილებაში. „ისტორიის“ ჩანართში, შესაძლებელია განთავსებული შეკვეთების შეჯამების ნახვა შესაბამისი თარიღებით, დროებით, შეკვეთის კოდებითა და ჯამებით.

გადახდები

ჩვეულებრივ, გადახდები ხორციელდება ინვოისების გაგზავნიდან რამდენიმე დღეში. ქვეყნიდან გამომდინარე, თქვენ შეგიძლიათ იმუშაოთ ინვოისების წარდგენის ორკვირიანი ან ყოველკვირეული ციკლის მიხედვით. გადაამოწმეთ ეს ინფორმაცია თქვენს ხელშეკრულებასა და ინვოისში. ამ თარიღებზე გავლენა შეიძლება მოახდინოს ბანკის დასვენების დღეებმა და შეფერხდეს 3 სამუშაო დღემდე.

ზოგადად, ყველა შეკვეთა, რომელიც მიღებულ იქნა თქვენ მიერ, გადაიხდება, როგორც მიწოდებული შეკვეთა (საკომისიოს ჩათვლით), რადგან იგულისხმება, რომ უკვე დაიწყეთ მისი მომზადება, როგორც კი მიიღეთ. თუ ეჭვი გეპარებათ, შეგიძლიათ იხილოთ Orders აპლიკაციის „ისტორიის“ განყოფილება. თუ შეკვეთა გამოჩნდება წითელი X ხატულით (გაუქმებული) და აჩვენებს მის საერთო ფასს, ეს ნიშნავს, რომ ანაზღაურებას მიიღებთ. თუ შეკვეთის ფასი არის 0, ამ შეკვეთისთვის ანაზღაურებას ვერ მიიღებთ და, ასევე, არც საკომისიოს გადახდა დაგეკისრებათ.

მომხმარებლისთვის თანხის დაბრუნება

დარიცხული თანხის დაბრუნების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის, შეგიძლიათ იხილოთ Orders აპლიკაციის „ისტორიის“ განყოფილება და მოძებნოთ ის შეკვეთა, რომლის შემოწმებაც გსურთ. იქ იხილავთ პროდუქტებს, რომლებზეც მოხდა თანხის დაბრუნება და, ასევე, გაიგებთ ამის მიზეზს.