როგორ შემიძლია Orders აპლიკაციაში ჩემი საკონტაქტო რეკვიზიტების განახლება?
Orders აპლიკაციის „პროფილის“ განყოფილებაში, სამი ტიპის საკონტაქტო ინფორმაციის ნახვა შეგეძლებათ. გთხოვთ, ყოველთვის განაახლოთ, რათა თქვენ ან თქვენი ობიექტიდან შესაბამისმა პირებმა საჭირო ინფორმაცია მიიღოთ Glovo-სგან:
ბიზნესკონტაქტი
ეს არის ბიზნესისთვის გადაწყვეტილების ძირითადი მიმღები პირი. შესაძლოა იყოს მფლობელი და/ან სხვა პირი, რომელიც მთელი ბიზნესის საქმიანობაზეა პასუხისმგებელი, თუმცა არაა აუცილებელი, რომ ობიექტზე იმყოფებოდეს.
აღნიშნულ საკონტაქტო პირს ჩვენ გავუგზავნით:
- ბიზნესთან დაკავშირებულ ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა გადახდის ანგარიშები და მარკეტინგული პრომოაქციები.
- შესაბამის შეტყობინებებს, რომლებიც ინფორმირებისთვის გაუზიარდება ყოველდღიური ოპერაციების საკონტაქტო პირს.
ინვოისის გამოწერის საკონტაქტო პირი
აღნიშნული პირ(ებ)ი პასუხისმგებელი არის/არიან ინვოისის გამოწერასა და გადახდებზე.
აღნიშნულ საკონტაქტო პირს ჩვენ გავუგზავნით:
- ინვოისებს და ინვოისის გამოწერის პროცესსა და გადახდებთან დაკავშირებულ სხვა ნებისმიერ ინფორმაციას.
საოპერაციო კონტაქტი
აღნიშნული პიროვნება იმყოფება ობიექტზე და პასუხისმგებელია საქმის ყოველდღიურ წარმოებაზე. ძირითადად, ეს ობიექტის მენეჯერია. თუმცა, შეგიძლიათ დამატებითი ელფოსტა შექმნათ ობიექტის თანამშრომლისთვის.
აღნიშნულ საკონტაქტო პირს ჩვენ გავუგზავნით:
- პარტნიორთა მხარდაჭერის გუნდის პასუხებს თქვენი ან თქვენი გუნდის შეტყობინებებზე, რომლებსაც Orders აპლიკაციის მეშვეობით გამოგვიგზავნით.
- საოპერაციო შეტყობინებებს, ე.ი., ინფორმაციას შეკვეთების აპლიკაციის ახალი ფუნქციების თაობაზე, შეხსენებებს უქმე დღეების შესახებ, Orders აპლიკაციის გამოყენების სახელმძღვანელოებს და ა.შ.
- აღნიშნულ საკონტაქტო პირს, ასევე, დავუკავშირდებით მიმდინარე შეკვეთებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე.
შენიშვნა: თქვენ შეგიძლიათ, მაქსიმუმ, ორი ელფოსტა დაუმატოთ კონტაქტის თითოეულ ტიპს. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ შესაძლებელია ერთი და იმავე ადამიანის დამატება სხვადასხვა სახის საკონტაქტო პირად.