მიიტანეთ შეკვეთები უფრო სწრაფად, „მომზადებულად მონიშვნის“ ღილაკის მეშვეობით - საქართველო
 Back to news

მიიტანეთ შეკვეთები უფრო სწრაფად, „მომზადებულად მონიშვნის“ ღილაკის მეშვეობით

წარმოიდგინეთ, რომ შეკვეთა მზად გაქვთ, მაგრამ ობიექტზე მყოფი გლოვერი სხვა შეკვეთას ელოდება. ან წარმოიდგინეთ, რომ გლოვერი, რომელიც 2 წუთში უნდა მოვიდეს, მოდის ჯერ გაუმზადებელი შეკვეთის წასაღებად, ხოლო თქვენ ამ დროს კიდევ ერთი შეკვეთა გელოდებათ. ოდესმე მოგსვლიათ მსგავსი რამ? დაიწყეთ „მომზადებულად მონიშვნის“ ღილაკის გამოყენება დღესვე — ფუნქცია, რომელიც გააუმჯობესებს თქვენი შეკვეთების მიტანის დროს.

New features

*მოცემული სტატია ვრცელდება მხოლოდ იმ ობიექტებზე, რომელთაც „მომზადებულად მონიშვნის“ ღილაკის ფუნქცია აქვს ჩართული.

 

ეს ახალი ფუნქცია საშუალებას მოგცემთ, აღნიშნოთ, როდესაც შეკვეთა მომზადდება და მზად იქნება. მას შემდეგ, რაც დააჭერთ ღილაკზე — „მომზადებულად მონიშვნა“, გლოვერი მიიღებს შეტყობინებას, რომ შეკვეთა მზად არის ასაღებად.

დააჭირეთ ღილაკზე „მომზადებულად მონიშვნა“, რათა შეკვეთა მომზადებულად მონიშნოთ და გლოვერს დაუყოვნებლივ ეცნობოს, რომ მისი წაღება შეუძლია. ამ გზით, შეკვეთის მიტანის დროს გააუმჯობესებთ!

 

როგორ მუშაობს ის?
  • დააჭირეთ ღილაკზე „მომზადებულად მონიშვნა“, როგორც კი თითოეულ შეკვეთას მოამზადებთ. ის თითოეული მიღებული შეკვეთის გვერდითაა შეკვეთების აპლიკაციაში.
  • მას შემდეგ, რაც დააჭერთ ღილაკზე — „მომზადებულად მონიშვნა“, გლოვერი მიიღებს შეტყობინებას, რომ შეკვეთა მზად არის ასაღებად.
  • ახალმა ფუნქციამ შეიძლება შეკვეთაზე ახალი გლოვერი მიამაგროს, რომელიც უფრო ახლოს იმყოფება, რათა აიღოს უკვე მომზადებული შეკვეთა, უფრო სწრაფი მიტანისთვის.
  • გლოვერი აღების კოდის წარმოდგენით მოითხოვს შეკვეთის წაღებას.
  • გაითვალისწინეთ, რომ თუ არ დააჭერთ ღილაკზე „მომზადებულად მონიშვნა“, გლოვერი ობიექტის გარეთ დაიცდის და არ შემოვა მის ასაღებად, რადგან არ ეცოდინება, რომ შეკვეთა მზადაა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ არ დაგავიწყდეთ ღილაკზე დაჭერა.
რაშია უპირატესობები?
  • საკვების უფრო სწრაფად მიტანაში, რაც მომხმარებლის კმაყოფილებას გაზრდის
  • იმის უზრუნველყოფაში, რომ საკვები ცხელი იქნება, როდესაც მომხმარებელთან მივა
  • თქვენს ობიექტზე გლოვერის მოცდის დროის შემცირებასა და, შესაბამისად, რიგში ნაკლები გლოვერის ყოფნაში
  • გლოვერების უფრო ეფექტურად გამოყენებაში, რაც იმას უზრუნველყოფს, რომ, საჭიროების შემთხვევაში, მეტი გლოვერი იქნება ხელმისაწვდომი თქვენი შეკვეთების მისატანად

 

დღესვე დაიწყეთ მისი გამოყენება და უფრო სწრაფად მიიტანეთ თქვენი შეკვეთები! ღილაკი — „მომზადებულად მონიშვნა“ დაგვეხმარება ჩვენი ოპერაციების გაუმჯობესებასა და როგორც თქვენი, ისე ჩვენი მომხმარებლების უკეთ მომსახურებაში.

ეწვიეთ სახელმძღვანელოებისა და რჩევების განყოფილებას აღნიშნული ფუნქციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.

You may be interested in...

გთავაზობთ Glovo-ს ახალ ინიციატივას გლოვერების პირობების გასაუმჯობესებლად

როგორ მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი თქვენი Glovo-ს მენიუსაგან

აღმოაჩინეთ Glovo-ს ახალი სარეიტინგო სისტემა, აპლიკაციაში პოზიციის მოპოვებისთვის