
Corporate
იცით თუ არა, რომ პროდუქტებს, რომლებსაც ახლავს აღწერა, მომხმარებელი 7-8-ჯერ უფრო მეტად უკვეთავს, ვიდრე მათ, რომლებიც აღწერის გარეშეა?
მკაფიო, მიმზიდველი აღწერა არის უმთავრესი რამ მიტანის აპლიკაციაზე თქვენი ობიექტის დაწინაურებისთვის. ამიტომაც გვსურს, დაგეხმაროთ საუკეთესო შედეგის მისაღებად. უმჯობესია, აღწერა არ შეიცავდეს 20-ზე მეტ სიტყვას და მისი მიზანი იყოს პროდუქტის გემოზე, ტექსტურაზე, მომზადების მეთოდსა ან წარმომავლობაზე ყურადღების გამახვილება. მაგალითად: „ცხარე ფრთები, შემწვარი ქათამი, მექსიკური ტაკო“.
უპასუხეთ ამ კითხვებს, რათა საუკეთესოდ წარმოაჩინოთ თქვენი კერძები!
რამდენად შესაძლებელია პროდუქტის გადაკეთება?
მაგალითად: აირჩიეთ მთავარი პროტეინი და დამატებითი ინგრედიენტები.
როგორ არის კერძი მომზადებული?
მაგალითად: ორთქლზე მოხარშული რავიოლი მოხრაკული სეზონური ბოსტნეულით.
აღწერეთ თქვენი კერძი!
მაგალითად: ტკბილი კენკრის სოუსი; ტექსტურა: ხრაშუნა „პანკოს“ ფილე; გემო: ციტრუსის ხილის გემოთი; შეფერილობა: ტროპეას წითელი ხახვი.
რა ხდის თქვენს კერძს უნიკალურს?
არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, აჩვენოთ მომხმარებლებს, თუ რა ხდის თქვენს კერძს უნიკალურს. მაგალითად: ტრადიციული ესპანური ტაპა, იტალიურ-იაპონური ნაზავი კერძები.
გახსოვდეთ, პროდუქტების ფოტოების დამატებით, თქვენს მენიუს უფრო მეტად მიმზიდველს გახდით
წარდგენა ძალიან მნიშვნელოვანია არჩევისას, თუ რა მივირთვათ: მიმზიდველი ფოტოების დამატება დაგეხმარებათ ბიზნესის გაზრდაში. პროდუქტებს, რომლებსაც ახლავს ფოტო, მომხმარებელი 3-ჯერ უფრო ხშირად უკვეთავს, ვიდრე მათ, რომლებიც ფოტოს გარეშეა.
Corporate
New features
Corporate